https://sputnik-georgia.com/20260305/maka-boworisvili-azerbaijanis-sagareo-saqmeta-ministrs-telefonit-esaubra-297457138.html
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
Sputnik საქართველო
მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. 05.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-05T19:49+0400
2026-03-05T19:49+0400
2026-03-05T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანი
კავკასია
ირანი
ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24595/29/245952951_0:85:1176:747_1920x0_80_0_0_dedfafc43d214fcddba9fbea1b7ed48e.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა ირანული დრონებით თავდასხმა ნახჭევანზე და შეიარაღებული ძალები საპასუხო ზომების მომზადების რეჟიმში გადაიყვანა. 5 მარტს დილით მომხდარი ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამჟამად სამხედრო ექსპერტები დრონის ნამსხვრევებს იკვლევენ, რათა დაადგინონ მათი ზუსტი მახასიათებლები და თავდასხმის გარემოებები. ირანის ხელისუფლებამ უარყო ინფორმაცია ირანის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ თავდასხმის შესახებ.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.„მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას.საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ“.„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველო
აზერბაიჯანი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24595/29/245952951_33:0:1142:832_1920x0_80_0_0_f9efa525cf55fcb3790153938e408e46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , აზერბაიჯანი, კავკასია, ირანი , ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები 2020
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , აზერბაიჯანი, კავკასია, ირანი , ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები 2020
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა ირანული დრონებით თავდასხმა ნახჭევანზე და შეიარაღებული ძალები საპასუხო ზომების მომზადების რეჟიმში გადაიყვანა. 5 მარტს დილით მომხდარი ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამჟამად სამხედრო ექსპერტები დრონის ნამსხვრევებს იკვლევენ, რათა დაადგინონ მათი ზუსტი მახასიათებლები და თავდასხმის გარემოებები. ირანის ხელისუფლებამ უარყო ინფორმაცია ირანის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ თავდასხმის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
„მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ“.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.