მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანული დრონების თავდასხმა ნახჭევანში: აზერბაიჯანის მთავრობაში საპასუხო ზომებზე საუბრობენ

© photo: Sputnik / Мурад Оруджев / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბაქოში
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბაქოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2026
გამოწერა
აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა ირანული დრონებით თავდასხმა ნახჭევანზე და შეიარაღებული ძალები საპასუხო ზომების მომზადების რეჟიმში გადაჰყავს
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირანული დრონებით თავდასხმაზე მკაცრ რეაგირებას მოხდენს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამჟამად სამხედრო ექსპერტები დრონის ნამსხვრევებს იკვლევენ, რათა დაადგინონ მათი ზუსტი მახასიათებლები და თავდასხმის გარემოებები.
თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი პროვოკაციები მიუღებელია.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0