https://sputnik-georgia.com/20260305/guriasi-colis-mkvlelobasi-braldebul-mamakacs-sasamartlom-ganaceni-gamoutana-297456655.html
გურიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
გურიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
გასული წლის აგვისტოში ოზურგეთში ქმარმა ცოლს სანადირო თოფი ესროლა. ქალი მიღებული დაზიანებვის შედგეად ადგილზევე გარდაიცვალა. 05.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-05T20:39+0400
2026-03-05T20:39+0400
2026-03-05T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით,. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, სანადირო თოფით მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ" და "კ" პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. "ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, ძალადობა ოჯახში
გურიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
გასული წლის აგვისტოში ოზურგეთში ქმარმა ცოლს სანადირო თოფი ესროლა. ქალი მიღებული დაზიანებვის შედგეად ადგილზევე გარდაიცვალა.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით,. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, სანადირო თოფით მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ" და "კ" პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
"ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო", - აღნიშულია ინფორმაციაში.