https://sputnik-georgia.com/20260304/uzenaesma-sasamartlom-amaglobelis-sachivari-ar-miigo-297441909.html
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
Sputnik საქართველო
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T22:14+0400
2026-03-04T22:14+0400
2026-03-04T22:25+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250296766_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_5eb61a6b85a4c3256af37fe53b2d4d13.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთმა" გაავრცელა.ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რიგი საოქმო განჩინებების კანონიერების გადახედვას.უზენაეს სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარემ:მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250296766_121:0:1929:1356_1920x0_80_0_0_07eba37dc11fc26b0c7f6116c3aa970d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
22:14 04.03.2026 (განახლებულია: 22:25 04.03.2026) უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთმა" გაავრცელა.
ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რიგი საოქმო განჩინებების კანონიერების გადახედვას.
უზენაეს სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარემ:
ადვოკატები მოითხოვდნენ მზია ამაღლებელის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
პროკურატურა კი კვლავ ბრალის დამძიმებას - პროკურატურას მიაჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმაა და ამისთვის სასჯელი სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით უნდა დამდგარიყო, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.
13 იანვარს პროკურატურამ ამაღლობელს ბრალდება სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა („პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა"), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა - მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად საპატიმრო სასჯელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.
მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.
ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.