https://sputnik-georgia.com/20260304/sharmanashvilma-opozicias-ashsh-urtiertobebis-gauareseba-daadanashaula-297436904.html
დეპუტატმა ოპოზიცია აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა
დეპუტატმა ოპოზიცია აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მამოძრავებელ ძალას გარედან მიღებული მითითებები წარმოადგენდა. 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T17:00+0400
2026-03-04T17:00+0400
2026-03-04T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_0:0:821:463_1920x0_80_0_0_83fe77d4635b5872ecf13f2019e681e2.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ოპოზიცია, რომელიც საკუთარ თავს პროდასავლურს უწოდებს, ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა კი, შესაძლოა, ისინი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შეფერხებას სთხოვენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი. დეპუტატები შეხვედრებს მართავენ როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს „სუვერენულ სახელმწიფოთა ალიანსის“ კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.რაც შეეხება ახალ გაერთიანებას — „ოპოზიციის ალიანსს“, დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი წყარო ხალხია, ოპოზიცია კი მასთან არ მუშაობს, რის გამოც მათ გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ.„მათ იციან, რომ ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ პატრონებთან ერთად რევოლუციურ სცენარებს განიხილავენ“, — განაცხადა შარმანაშვილმა.პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მამოძრავებელ ძალას გარედან მიღებული მითითებები წარმოადგენდა.2 მარტს, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და მიზნად „ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა“ დაისახა. ახალ გაერთიანებაში შედიან: : „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა. დამფუძნებელთა განცხადებით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის" დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_23:0:747:543_1920x0_80_0_0_8783534ac4ad018d846ce019e1fe68e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატმა ოპოზიცია აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მამოძრავებელ ძალას გარედან მიღებული მითითებები წარმოადგენდა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ოპოზიცია, რომელიც საკუთარ თავს პროდასავლურს უწოდებს, ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა კი, შესაძლოა, ისინი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შეფერხებას სთხოვენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი. დეპუტატები შეხვედრებს მართავენ როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს „სუვერენულ სახელმწიფოთა ალიანსის“ კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
„მთავარი ამოცანაა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ოპოზიცია თუ პროდასავლურია, პროცესს ხელი უნდა შეუწყოს. ეს ხალხი ბრიუსელში დადიოდა და იხვეწებოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო. ალბათ, ახლა ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოთო", - განაცხადა შარმანაშვილმა.
რაც შეეხება ახალ გაერთიანებას — „ოპოზიციის ალიანსს“, დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი წყარო ხალხია, ოპოზიცია კი მასთან არ მუშაობს, რის გამოც მათ გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ.
„მათ იციან, რომ ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ პატრონებთან ერთად რევოლუციურ სცენარებს განიხილავენ“, — განაცხადა შარმანაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მამოძრავებელ ძალას გარედან მიღებული მითითებები წარმოადგენდა.
2 მარტს, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და მიზნად „ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა“ დაისახა. ახალ გაერთიანებაში შედიან: : „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
დამფუძნებელთა განცხადებით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის" დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.