https://sputnik-georgia.com/20260304/saqartveloshi-eqstremizmi-da-xelisuplebis-legitimurobis-aragiareba-dasjadi-gaxdeba-297439897.html
საქართველოში ექსტრემიზმი და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარება დასჯადი გახდება
საქართველოში ექსტრემიზმი და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარება დასჯადი გახდება
Sputnik საქართველო
კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის... 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T20:17+0400
2026-03-04T20:17+0400
2026-03-04T20:17+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_0:0:3068:1726_1920x0_80_0_0_7ad03fd966eb95479ccab3bf5e9d7f60.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მიღებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება ახალი - 316-ე პრიმა მუხლი სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს:ასეთი ქმედებისთვის სასჯელის ზომად გათვლისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_1a80c003bb47d5dbd213176975572441.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველოში ექსტრემიზმი და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარება დასჯადი გახდება
კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მიღებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება ახალი - 316-ე პრიმა მუხლი სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს:
საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სისტემატურად, საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია:
საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;
ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა;
ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედებისთვის სასჯელის ზომად გათვლისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.