https://sputnik-georgia.com/20260304/saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-ucvleli-datoves-297433480.html
საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსებმა ქვეყნის ეკონომიკური პროგნოზი უცვლელი დატოვეს
საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსებმა ქვეყნის ეკონომიკური პროგნოზი უცვლელი დატოვეს
Sputnik საქართველო
პროგნოზი 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს ეფუძნება და არ მოიცავს ეკონომიკის იმ რისკებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების შედეგად... 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T15:48+0400
2026-03-04T15:48+0400
2026-03-04T15:48+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
მსოფლიო ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250187049_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_e9d505b89080e756cb2b9bc1b34ea0dc.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსებმა საქართველოში 2026 წელს ფასების ზრდის პროგნოზი 3%-ზე, ხოლო ეკონომიკური ზრდის- 6%-ზე შეინარჩუნეს. 2026 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაცია, წინა თვეში დაფიქსირებული 4%-დან 4,8%-მდე გაიზარდა (3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში), რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9% შეადგინა. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-იან ნიშნულამდე შენელდება, ხოლო წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს.პროგნოზი 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს ეფუძნება და არ მოიცავს ეკონომიკის იმ რისკებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიტუაციის გამწვავების შედეგად წარმოიქმნა. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ნავთობის ფასები დაახლოებით 9%-ით გაიზარდა, ვინაიდან გლობალური მოხმარების დაახლოებით 20% ჰორმუზის სრუტეზე გადის. საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს. 5-5,5%-იან პროგნოზს ემხრობა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250187049_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_87604341218fff3475cbf43756ae7e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , მსოფლიო ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , მსოფლიო ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსებმა ქვეყნის ეკონომიკური პროგნოზი უცვლელი დატოვეს
პროგნოზი 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს ეფუძნება და არ მოიცავს ეკონომიკის იმ რისკებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების შედეგად წარმოიქმნა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსებმა საქართველოში 2026 წელს ფასების ზრდის პროგნოზი 3%-ზე, ხოლო ეკონომიკური ზრდის- 6%-ზე შეინარჩუნეს.
2026 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაცია, წინა თვეში დაფიქსირებული 4%-დან 4,8%-მდე გაიზარდა (3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში), რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9% შეადგინა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის დინამიკის შესუსტება მომდევნო თვეებში შექმნის შესაძლებლობას პოლიტიკის თანდათანობითი ნორმალიზაციისთვის, კუმულაციური კლებით 2026 წლის განმავლობაში 50 საბაზისო პუნქტით 7,5%-მდე“, - ნათქვამია პროგნოზში.
ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-იან ნიშნულამდე შენელდება, ხოლო წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს.
პროგნოზი 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს ეფუძნება და არ მოიცავს ეკონომიკის იმ რისკებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიტუაციის გამწვავების შედეგად წარმოიქმნა. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ნავთობის ფასები დაახლოებით 9%-ით გაიზარდა, ვინაიდან გლობალური მოხმარების დაახლოებით 20% ჰორმუზის სრუტეზე გადის.
მსოფლიო ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასების 10%-ით ზრდამ, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 0,1-0,2 პროცენტული პუნქტით შეანელოს, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევამ კი შეიძლება ინფლაციური ზეწოლა მთელ მსოფლიოში გაზარდოს.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს.
5-5,5%-იან პროგნოზს ემხრობა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%.