https://sputnik-georgia.com/20260304/ruset-ukrainis-konfliqti-297430588.html
მოსკალკოვა: რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეებისთვის ამანათების გაცვლას განაგრძობენ
მოსკალკოვა: რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეებისთვის ამანათების გაცვლას განაგრძობენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილი ამანათებისა და წერილების ურთიერთგაცვლის აქციის... 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T14:33+0400
2026-03-04T14:33+0400
2026-03-04T14:33+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24569/09/245690958_0:43:2855:1649_1920x0_80_0_0_b2c9a50c6a063fe23c92a3739dfc7379.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილი ამანათებისა და წერილების ურთიერთგაცვლის აქციის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა.რუსი ომბუდსმენის თქმით, ბოლო მსგავსი ღონისძიება გასული წლის დეკემბერში ჩატარდა. მისივე განცხადებით, ამ აქციის გაგრძელება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ტყვეებმა იგრძნონ, რომ მათ ელოდებიან და ახსოვთ, რაც ხელს შეუწყობს მათ დროულ დაბრუნებას.ცნობისათვის: ბოლო მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში მხარეებმა 500-500 ამანათის გაცვლაზე მიაღწიეს შეთანხმებას. უკრაინული მხარის ცნობით, წერილების დარიგების პროცესი პერიოდულად რელიგიურ დღესასწაულებსაც უკავშირდება.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24569/09/245690958_63:0:2792:2047_1920x0_80_0_0_e87b8d3792f66e4d27d6fe652bfe92d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა
მოსკალკოვა: რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეებისთვის ამანათების გაცვლას განაგრძობენ
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილი ამანათებისა და წერილების ურთიერთგაცვლის აქციის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა.
„ტყვეობაში ყოფნა მძიმე მდგომარეობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელ ომბუდსმენთან ერთად ამ საკითხისადმი მიდგომებში საერთო ენა გამოვნახეთ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვაფორმებთ ამანათებს და ვუგზავნით ჩვენს ბიჭებს უკრაინის ტერიტორიაზე. ანალოგიური აქცია ტარდება იმ უკრაინელი პირების მიმართაც, რომლებიც დაკავებულნი არიან სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“, — აღნიშნა მოსკალკოვამ.
რუსი ომბუდსმენის თქმით, ბოლო მსგავსი ღონისძიება გასული წლის დეკემბერში ჩატარდა. მისივე განცხადებით, ამ აქციის გაგრძელება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ტყვეებმა იგრძნონ, რომ მათ ელოდებიან და ახსოვთ, რაც ხელს შეუწყობს მათ დროულ დაბრუნებას.
ცნობისათვის: ბოლო მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში მხარეებმა 500-500 ამანათის გაცვლაზე მიაღწიეს შეთანხმებას. უკრაინული მხარის ცნობით, წერილების დარიგების პროცესი პერიოდულად რელიგიურ დღესასწაულებსაც უკავშირდება.