რამდენი უცხოელი სწავლობს საქართველოში - „საქსტატის" მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2026
გამოწერა
საქართველოში 64 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს, მათგან 19 სახელმწიფო, 45 კი კერძო სასწავლებელია.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 44, 4 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 19,7%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
გასულ სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობამ 37,1 ათასი შეადგინა - შედარებისთვის, 2023/2024 წლებში მათი რიცხვი 30,7 ათასი იყო.
სტუდენტების საერთო რაოდენობამ 195,4 ათასს მიაღწია (ზრდა 4,1%), მათგან 55,3% სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, 44,7% კი კერძო უნივერსიტეტებში.
სტუდენტების 52,1% ქალია, 47,9% - მამაკაცი.
საქართველოში 64 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს, მათგან 19 სახელმწიფო, 45 კი კერძო სასწავლებელია. უმაღლესი სასწავლებლების საერთო რაოდენობის 64% თბილისში მდებარეობს, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
ყველა ახალი ამბავი
0