https://sputnik-georgia.com/20260304/meriisgan-10000-lari-86-xandazmuls-chaericxa-297433922.html
მიმდინარე წელს თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი 68 ხანდაზმულს ჩაერიცხა
მიმდინარე წელს თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი 68 ხანდაზმულს ჩაერიცხა
Sputnik საქართველო
გასულ წელს ფულადი დახმარება 100 წლის და მეტი ასაკის 81 მოქალაქეს ჩაერიცხა 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T18:25+0400
2026-03-04T18:25+0400
2026-03-04T18:25+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249792537_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_9ecd2789ada26e1fe3f05d2642a52079.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე მერიისგან 10 ათასი ლარი საჩუქრად 68 ხანდაზმულს ჩაერიცხა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.დედაქალაქის მერიამ თბილისში რეგისტრირებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა 2023 წელს დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა ხანდაზმულებისთვის თანხის 1 ათასი ლარით ფულადი დახმარების გაწევას, თუმცა, გასულ წელს პროგრამაში ცვლილებები განხორცლედა და თანხის ოდენობა 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი გახდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2026 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი დახმარება 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო. 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი 106 წლის ორი ქალბატონი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249792537_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_b80f5bffe3b5c7cdd6b6cbf77c2de3f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
მიმდინარე წელს თბილისის მერიისგან 10 ათასი ლარი 68 ხანდაზმულს ჩაერიცხა
გასულ წელს ფულადი დახმარება 100 წლის და მეტი ასაკის 81 მოქალაქეს ჩაერიცხა
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე მერიისგან 10 ათასი ლარი საჩუქრად 68 ხანდაზმულს ჩაერიცხა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერიამ თბილისში რეგისტრირებული „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა 2023 წელს დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა ხანდაზმულებისთვის თანხის 1 ათასი ლარით ფულადი დახმარების გაწევას, თუმცა, გასულ წელს პროგრამაში ცვლილებები განხორცლედა და თანხის ოდენობა 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი გახდა.
„მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 ათასი ლარი 100 წლის და მეტი ასაკის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2026 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.
მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 10 ათასი ლარის ოდენობის ფულადი დახმარება 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან შვიდი მამაკაცი იყო. 81 ხანდაზმულიდან 64-ს 100-ზე მეტი წელი შეუსრულდა, ყველაზე ხანდაზმული კი 106 წლის ორი ქალბატონი იყო.