https://sputnik-georgia.com/20260304/kobaxidze-pashinians-shexvda-297436431.html
რაზე იმსჯელეს საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა კახეთში: შეხვედრის დეტალები
რაზე იმსჯელეს საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა კახეთში: შეხვედრის დეტალები
Sputnik საქართველო
რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T16:12+0400
2026-03-04T16:12+0400
2026-03-04T16:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/14/292610125_0:10:1600:910_1920x0_80_0_0_c062bf60a46126ff27c2bfdfddad92eb.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში მშვიდობის საკითხები იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების - ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მთავარი თემა. სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.„დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, რომელსაც მთავრობის მეთაურები და მინისტრები ესწრებოდნენ. გაიმართა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უკავშირდება“, — განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, განხილვის ცენტრალური თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, რამაც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.„ვხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და მით უფრო ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, — განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როგორც აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთქმედება ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.შეხვედრისას მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთქმედება, ასევე პარტნიორობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.„მიუხედავად ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ პარტნიორობის განვითარების შემდგომი პოტენციალი“, — შეაჯამა კობახიძემ.თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთისთვის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება სომეხი ტურისტებისთვის დასვენების ყველაზე სასურველი ადგილი. საქართველოდან სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც იზრდება და ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხალხებს შორის ურთიერთობებზეც აისახება“, — განაცხადა ფაშინიანმა.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზეც გაამახვილა.„მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონისთვის გამოწვევები მარტივი არ არის. გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, გადავლახოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება“, — აღნიშნა მან.ფაშინიანმა დასძინა, რომ ქვეყნებს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტშიც საერთო ინტერესები აერთიანებთ.მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგი უკიდურესად აქტიური რჩება.„უნდა ვნახოთ, სად შეგვიძლია კიდევ უფრო აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა არსებული გამოწვევების გადასალახად და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებიც გაგვაჩნია“, — დაასკვნა ფაშინიანმა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/14/292610125_81:0:1489:1056_1920x0_80_0_0_75c2950781d6dbbdc2fbc768d0d4b661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
რაზე იმსჯელეს საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა კახეთში: შეხვედრის დეტალები
რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში მშვიდობის საკითხები იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების - ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მთავარი თემა. სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
„დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, რომელსაც მთავრობის მეთაურები და მინისტრები ესწრებოდნენ. გაიმართა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უკავშირდება“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, განხილვის ცენტრალური თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, რამაც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.
„ვხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და მით უფრო ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, — განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როგორც აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთქმედება ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.
„მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის მაღალი დონე გვაქვს, თუმცა არსებობს მუდმივი ინტერესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. ეს თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება“, — განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრისას მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთქმედება, ასევე პარტნიორობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.
„მიუხედავად ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ პარტნიორობის განვითარების შემდგომი პოტენციალი“, — შეაჯამა კობახიძემ.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთისთვის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება სომეხი ტურისტებისთვის დასვენების ყველაზე სასურველი ადგილი. საქართველოდან სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც იზრდება და ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხალხებს შორის ურთიერთობებზეც აისახება“, — განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზეც გაამახვილა.
„მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონისთვის გამოწვევები მარტივი არ არის. გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, გადავლახოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება“, — აღნიშნა მან.
ფაშინიანმა დასძინა, რომ ქვეყნებს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტშიც საერთო ინტერესები აერთიანებთ.
„სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კონტექსტში საქართველო ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დიალოგი უკიდურესად აქტიური რჩება.
„უნდა ვნახოთ, სად შეგვიძლია კიდევ უფრო აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა არსებული გამოწვევების გადასალახად და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებიც გაგვაჩნია“, — დაასკვნა ფაშინიანმა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.