https://sputnik-georgia.com/20260304/iuridiuli-samsaxuri-premieris-winashe-angarishvaldebuli-organo-iqneba-297437096.html
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება. 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T20:45+0400
2026-03-04T20:45+0400
2026-03-04T20:55+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური. დეპუტატებმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. ცვლილებების თანახმად, უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო - საბჭო 9 წევრისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო იყო, რომლის ფუნქციას სამსახურის მართვის, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.გარდა ამისა, საბჭოს უფლებამოსილების ნაწილს სამსახურის დირექტორი შეითავსებს, ნაწილს კი – მთავრობა. სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.კანონის ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება - სამსახურის მოქმედ დირექტორს და საბჭოს უფლებამოსილება სწორედ 1-ელ მაისს შეუწყდება. დირექტორი 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1-ელ მაისამდე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა უზრუნველყოს.იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად გადაიხადოს ადვოკატის მომსახურება სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში.სამსახურში მუშაობენ საზოგადოებრივი ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან განცხადებებისა და საჩივრების მომზადებაში, იცავენ მათ უფლებებს, შესაბამის ხარჯებს კი სახელმწიფო ანაზღაურებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
20:45 04.03.2026 (განახლებულია: 20:55 04.03.2026) მთავრობის მეთაურს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
დეპუტატებმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
ცვლილებების თანახმად, უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო - საბჭო 9 წევრისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო იყო, რომლის ფუნქციას სამსახურის მართვის, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
გარდა ამისა, საბჭოს უფლებამოსილების ნაწილს სამსახურის დირექტორი შეითავსებს, ნაწილს კი – მთავრობა.
სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.
კანონის ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება - სამსახურის მოქმედ დირექტორს და საბჭოს უფლებამოსილება სწორედ 1-ელ მაისს შეუწყდება. დირექტორი 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1-ელ მაისამდე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა უზრუნველყოს.
იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად გადაიხადოს ადვოკატის მომსახურება სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში.
სამსახურში მუშაობენ საზოგადოებრივი ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან განცხადებებისა და საჩივრების მომზადებაში, იცავენ მათ უფლებებს, შესაბამის ხარჯებს კი სახელმწიფო ანაზღაურებს.