https://sputnik-georgia.com/20260303/saqartvelom-dania-daamarcxa-297409653.html
კალათბურთი: საქართველომ დანია დაამარცხა და ჩემპიონატის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა
კალათბურთი: საქართველომ დანია დაამარცხა და ჩემპიონატის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა
Sputnik საქართველო
ოთხგუნდიანი A (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) ჯგუფიდან ესპანეთი, უკრაინა და საქართველო გავიდა. 03.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-03T11:27+0400
2026-03-03T11:27+0400
2026-03-03T11:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/16/292213540_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_ea5cb9247075c3cdbb7aa5f284550ff7.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩში დანიის გუნდს ანგარიშით 89:60 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. აღნიშნული მოგებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური - ოთხგუნდიანი A (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) ჯგუფიდან ესპანეთი, უკრაინა და საქართველო გავიდა. ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.ბოლო ორი ტური კი ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება საქართველო მესამე ადგილზე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე. ეროვნული ნაკრები ივლისში ესპანეთს უმასპინძლებს, უკრაინასთან კი გასვლით მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.მეორე ჯგუფური ეტაპი აგვისტოში დაიწყება – A და B ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/16/292213540_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_a45ffa7ae726b3a6c103fd52e86f478a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: საქართველომ დანია დაამარცხა და ჩემპიონატის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა
ოთხგუნდიანი A (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) ჯგუფიდან ესპანეთი, უკრაინა და საქართველო გავიდა.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩში დანიის გუნდს ანგარიშით 89:60 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
აღნიშნული მოგებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური - ოთხგუნდიანი A (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) ჯგუფიდან ესპანეთი, უკრაინა და საქართველო გავიდა.
ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.
ბოლო ორი ტური კი ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება საქართველო მესამე ადგილზე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე.
ეროვნული ნაკრები ივლისში ესპანეთს უმასპინძლებს, უკრაინასთან კი გასვლით მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.
მეორე ჯგუფური ეტაპი აგვისტოში დაიწყება – A და B ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გავა.