https://sputnik-georgia.com/20260303/peskovi-molaparakebebis-gamartvis-adgili-ucnobia-297421170.html
პესკოვი: უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის ადგილი ჯერ კიდევ უცნობია
პესკოვი: უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის ადგილი ჯერ კიდევ უცნობია
Sputnik საქართველო
კრემლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების ადგილი აბუ-დაბი... 03.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-03T19:32+0400
2026-03-03T19:32+0400
2026-03-03T22:02+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270845387_0:89:3001:1777_1920x0_80_0_0_85a6b3c002d30d0f8d360de0488dcaee.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სიცხადე არ არსებობს, ასევე ნაადრევია იმის შეფასება, იმოქმედებს თუ არა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი მოლაპარაკებების პროგრესზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების ადგილი აბუ-დაბი იყოს.პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამცირებლად ძალისხმევას არ იშურებს. გუშინ, ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პუტინს საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ჰქონდა, დღეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარია დაგეგმილი, დასძინა მან.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნაადრევია იმის შეფასება, აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობაზე იმოქმედებს თუ არა.როგორც ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 5-8 მარტს არის დაგეგმილი. სამმხრივი ჯგუფის შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება. ჯერჯერობით, მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ არცერთ მხარეს შეხვედრა არ გაუუქმებია.სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელშიც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა. ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. მოლაპარაკებების მესამე რაუნდს კი 17-18 თებერვალს ჟენევამ უმასპინძლა. როგორც შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უახლოეს დროში გაიმართება. მისი თქმით, დისკუსიები „რთული, მაგრამ საქმიანი იყო“.აღნიშნულ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270845387_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_af6dd7329008b5275d0ad872a7e4c6b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
პესკოვი: უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის ადგილი ჯერ კიდევ უცნობია
19:32 03.03.2026 (განახლებულია: 22:02 03.03.2026) კრემლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების ადგილი აბუ-დაბი იყოს
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სიცხადე არ არსებობს, ასევე ნაადრევია იმის შეფასება, იმოქმედებს თუ არა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი მოლაპარაკებების პროგრესზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჯერჯერობით არ არის ნათელი დრო ან ადგილმდებარეობა. როგორც კი ნათელი გახდება, შეგატყობინებთ“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების ადგილი აბუ-დაბი იყოს.
„ცხადია, რომ დღევანდელ რეალობაში ნაკლებად სავარაუდოა, შეხვედრის აბუ-დაბიში გამართვის შესაძლებლობაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამცირებლად ძალისხმევას არ იშურებს. გუშინ, ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პუტინს საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ჰქონდა, დღეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარია დაგეგმილი, დასძინა მან.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნაადრევია იმის შეფასება, აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობაზე იმოქმედებს თუ არა.
„ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ამ კუთხით ჯერ არანაირი მინიშნება არ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკელებს ამ დღეებში სამუშაო დაემატა“, - აღნიშნა პესკოვმა.
როგორც ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 5-8 მარტს არის დაგეგმილი. სამმხრივი ჯგუფის შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება. ჯერჯერობით, მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ არცერთ მხარეს შეხვედრა არ გაუუქმებია.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელშიც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა. ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდს კი 17-18 თებერვალს ჟენევამ უმასპინძლა. როგორც შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უახლოეს დროში გაიმართება. მისი თქმით, დისკუსიები „რთული, მაგრამ საქმიანი იყო“.
აღნიშნულ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.