https://sputnik-georgia.com/20260303/liberti-bankis-shenobashi-xanzari-likidirebulia-297409375.html
„ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია
„ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 03.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-03T08:12+0400
2026-03-03T08:12+0400
2026-03-03T08:19+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/71/246647152_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_186520bf6bdd720aef2c756fac0c1b3d.jpg
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.შემთხვევა 3 მარტის გვიან ღამით მოხდა - ცეცხლი სატვირთო ლიფტის შახტს გაუჩნდა.„ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი გარე ფასადზე არსებულ შახტში გაჩნდა და საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24664/71/246647152_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ae7a3ef2711f79ddc9ecbb9a027c5e30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია
08:12 03.03.2026 (განახლებულია: 08:19 03.03.2026) ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შემთხვევა 3 მარტის გვიან ღამით მოხდა - ცეცხლი სატვირთო ლიფტის შახტს გაუჩნდა.
„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ხანძარი დროულად ლოკალიზდა და ლიკვიდირდა, ამიტომ ცეცხლი შენობის სხვა ნაწილში არ გავრცელებულა", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
„ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი გარე ფასადზე არსებულ შახტში გაჩნდა და საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.