https://sputnik-georgia.com/20260303/apxazetidan-devnil-dedebs-500-lari-gadaecemat-297422430.html
დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილ დედებს 500 ლარი გადაეცემათ
დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილ დედებს 500 ლარი გადაეცემათ
Sputnik საქართველო
როგორც ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. 03.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-03T18:47+0400
2026-03-03T18:47+0400
2026-03-03T18:53+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1b/270802049_0:631:2047:1782_1920x0_80_0_0_12d225f5a26e2c2d3a0488ff3542d0d2.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ.დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილებისa და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა.დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1b/270802049_0:90:2048:1625_1920x0_80_0_0_8860b73e79f5e0843e3deb9901498f52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილ დედებს 500 ლარი გადაეცემათ
18:47 03.03.2026 (განახლებულია: 18:53 03.03.2026) როგორც ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ.
დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილებისa და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ საზოგადოებას მინდა მივულოცო დედის დღე, განსაკუთრებულად კი ვულოცავ იმ დედებს, რომელთა შვილებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
როგორც ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა.
დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.