https://sputnik-georgia.com/20260302/turnava-imf-misiis-warmomadgenlebs-shexvda-297401982.html
ნათია თურნავა IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს 02.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-02T20:19+0400
2026-03-02T20:19+0400
2026-03-02T20:19+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველის ეროვნული ბანკი. მისია მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის პოტენციალის ზრდას და სტატისტიკური მონაცემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისთვის.უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს შემდგომი განვითარების საკითხები. მათ შორის, ლიკვიდობის მართვის ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებული უზრუნველყოფის ჩარჩოს დახვეწისა და შესაბამისი რისკების მართვის საკითხები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც ხელს შეუწყობს ლარის ფულად და სახაზინო ვალდებულებების ბაზრებზე ლიკვიდობის გაუმჯობესებასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას, განსაკუთრებით, რეპოს ბაზრის განვითარების კუთხით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია სსფ-თან თანამშრომლობა მონეტარული ოპერაციების განხორციელების ჩარჩოს მუდმივი გაუმჯობესებისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი პარტნიორებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას. ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში. მართალია 2023 წლის ივლისში სავალუტო ფონდმა შეაჩერა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამები, თუმცა აგრძელებს ქვეყნისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, მათ შორის ეროვნული ბანკისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
ნათია თურნავა IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველის ეროვნული ბანკი.
მისია მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის პოტენციალის ზრდას და სტატისტიკური მონაცემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისთვის.
უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს შემდგომი განვითარების საკითხები. მათ შორის, ლიკვიდობის მართვის ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებული უზრუნველყოფის ჩარჩოს დახვეწისა და შესაბამისი რისკების მართვის საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც ხელს შეუწყობს ლარის ფულად და სახაზინო ვალდებულებების ბაზრებზე ლიკვიდობის გაუმჯობესებასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას, განსაკუთრებით, რეპოს ბაზრის განვითარების კუთხით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია სსფ-თან თანამშრომლობა მონეტარული ოპერაციების განხორციელების ჩარჩოს მუდმივი გაუმჯობესებისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი პარტნიორებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას.
ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში. მართალია 2023 წლის ივლისში სავალუტო ფონდმა შეაჩერა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამები, თუმცა აგრძელებს ქვეყნისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, მათ შორის ეროვნული ბანკისთვის.