სარეზერვო სამსახური: სააკაშვილის პერიოდიდან დღევანდელობამდე - ვიდეო

გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გაჟღერდა იდეა რეზერვში 100 ათასი ადამიანის გაწვევის თაობაზე. ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა ქვეყნის 40 წლამდე მოქალაქეებისთვის იარაღის ფლობა ესწავლებინა.
აღნიშნული პროექტი 2006-2007 წლებში აქტიურად ხორციელდებოდა. რეზერვისტთა მოსამზაებლად საველე ბანაკები მოეწყო, სარეზერვო სამსხური სავალდებულოდ გამოცხადდა და მოქალაქეებს მოუწოდეს, ორკვირიანი გადამზადების კურსი გაევლოთ.
თუმცა, 2008 წლის აგვისტომ აჩვენა აღნიშნული პროექტის არაეფექტურობა და რეალური საბრძოლო ოპერაციებისთვის რეზერვისტთა მომზადების დაბალი დონე. 100 ათასი რეზერვისტის მობილიზება ვერ მოხერხდა, იდეა არარეალისტური აღმოჩნდა და მისი განხორციელება შეჩერდა.
ახლა ყურადღება პროფესიონალურ რეზერვზეა გადატანილი. ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო სარეზერვო სამსახური გაუქმებულია. ასევე შემცირდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა - იგი ექვსი თვიდან ერთ წლამდეა.
ყველა ახალი ამბავი
0