ახალი რეკორდი საქართველოს ციხეებში: მოსახლეობის 0,3% გისოსებს მიღმაა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2026
გამოწერა
ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ციხეებში უცხოელთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 11,2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც საქართველოს ციხეებისთვის ახალი რეკორდია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
2025 წლის დასაწყისისთვის პატიმრების რაოდენობა საშუალოდ 9,5 ათასამდე შემცირდა. 2026 წლის იანვრის მონაცემებით, პატიმრების რაოდენობამ მთლიანი მოსახლეობის 0,3% შეადგინა.
11,2 ათასი მსჯავრდებულიდან 1,6 ათასი უცხოელია - ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ციხეებში უცხოელთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. პატიმრების უმეტესობას მამაკაცები შეადგენენ, ამასთან საპატიმროებში 518 ქალია მოთავსებული, რომელთაგან 159 უცხოელია.
პატიმართა ძირითად ნაწილს 30-50 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 128 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 81 პირი. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 2 ათასი პატიმარი, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
ციხეების დატვირთვის მაჩვენებელი
2025 წლის იანვარში საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 89,6%-ით იყო შევსებული. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი განაჩენს ელოდებოდა თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს, 40%-ზე მეტი რუსთავის ორ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, 14,9% - თბილისში. დანარჩენი მსჯავრდებულები 11 საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
ყველა ახალი ამბავი
0