https://sputnik-georgia.com/20260301/tovlma-tbilisshi-problemebi-sheqmna-297391094.html
უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
თბილისის რამდენიმე რაიონში უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T15:19+0400
2026-03-01T15:19+0400
2026-03-01T15:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296722020_0:258:3102:2003_1920x0_80_0_0_ae57d797a69963d3b3738ae05c557932.jpg
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეული პრობლემები შექმნა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის N3-თან მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ასევე ლოტკინის დასახლებაში, გურამ ასათიანის N26-ში გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოინგრა. მიწა ჩამოიშალა ვაკე-საბურთალოს, ასევე გლდანისა და ისნის რაიონების რამდენიმე მისამართზე.გარდა ამისა, ისანში ერთ-ერთი ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა - აღნიშნულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა. ასევე ისანში, ერთ-ერთ ლოკაციაზე ბილიკის ჩამოშლის ფაქტი ფიქსირდება. რაიონის გამგეობა აღდგენით სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ - გაიწმინდა თბილისის ქუჩების არსებული გადასასვლელები, გაჩერებები. ასევე გრძელდება დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების გაწმენდის სამუშაოები. თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და გამგეობების კონტრაქტორი კომპანიები ამ დრომდე ახორციელებენ დაზიანებული ხეების დამუშავებას და მათ გატანას სხვადასხვა მისამართებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296722020_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d149beb42e60c0657553be3ccd462df1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა
15:19 01.03.2026 (განახლებულია: 15:48 01.03.2026) თბილისის რამდენიმე რაიონში უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეული პრობლემები შექმნა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის N3-თან მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ასევე ლოტკინის დასახლებაში, გურამ ასათიანის N26-ში გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოინგრა. მიწა ჩამოიშალა ვაკე-საბურთალოს, ასევე გლდანისა და ისნის რაიონების რამდენიმე მისამართზე.
გარდა ამისა, ისანში ერთ-ერთი ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა - აღნიშნულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა. ასევე ისანში, ერთ-ერთ ლოკაციაზე ბილიკის ჩამოშლის ფაქტი ფიქსირდება. რაიონის გამგეობა აღდგენით სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
„აღნიშნული შემთხვევების გამო არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ როგორც გადაუდებელი სიტუაციების კოორდინაციის, ისე მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. აღნიშნული ტერიტორიები გაიწმინდა, მოეწყო დროებითი შემოღობვა, აღდგენითი სამუშაოები კი უახლოეს მომავალშიდაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ - გაიწმინდა თბილისის ქუჩების არსებული გადასასვლელები, გაჩერებები.
ასევე გრძელდება დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების გაწმენდის სამუშაოები. თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და გამგეობების კონტრაქტორი კომპანიები ამ დრომდე ახორციელებენ დაზიანებული ხეების დამუშავებას და მათ გატანას სხვადასხვა მისამართებზე.