https://sputnik-georgia.com/20260301/ramdenad-gaizrdeba-puladi-gzavnilebi-saqartveloshi-297386555.html
მიმდინარე წელს რამდენად გაიზრდება საქართველოში ფულადი გზავნილები?პროგნოზი
მიმდინარე წელს რამდენად გაიზრდება საქართველოში ფულადი გზავნილები?პროგნოზი
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა იტალიაა. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T21:00+0400
2026-03-01T21:00+0400
2026-03-01T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 2026 წელს საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 3,8 მლრდ დოლარს მიაღწევს, მიაჩნევს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.2025 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 3 646,4 მლნ დოლარი შეადგინა.„ჩვენი პროგნოზით, წელს ფულადი გზავნილები დაახლოებით 3,8 მილიარდს მიაღწევს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3,6 მილიარდი იყო, შესაბამისად, წელს 200 მილიონი დოლარით ზრდა გვექნება“, - განაცხადა ქავთარაძემ.წლის პირველი მონაცემებისაქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,6%-ით გაიზარდა და 282,6 მლნ დოლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა იტალიაა.2026 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 33,5 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 11,9%-ია, რაც 31,6%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მიმდინარე წელს რამდენად გაიზრდება საქართველოში ფულადი გზავნილები?პროგნოზი
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა იტალიაა.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 2026 წელს საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 3,8 მლრდ დოლარს მიაღწევს, მიაჩნევს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.
2025 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 3 646,4 მლნ დოლარი შეადგინა.
„ჩვენი პროგნოზით, წელს ფულადი გზავნილები დაახლოებით 3,8 მილიარდს მიაღწევს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3,6 მილიარდი იყო, შესაბამისად, წელს 200 მილიონი დოლარით ზრდა გვექნება“, - განაცხადა ქავთარაძემ.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,6%-ით გაიზარდა და 282,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა იტალიაა.
2026 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 33,5 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 11,9%-ია, რაც 31,6%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.