https://sputnik-georgia.com/20260301/raf-dvalishvili-sehudos-shexvdeba-297390610.html
RAF-ი: მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეჰუდოს შეხვდება
RAF-ი: მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეჰუდოს შეხვდება
Sputnik საქართველო
სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T19:39+0400
2026-03-01T19:39+0400
2026-03-01T19:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_48a64221b828e6c4bfe8b5b0ffff3737.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელ ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება.სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.ქართველი მებრძოლი ამერიკელს UFC-ში ერთხელ უკვე შეხვდა და 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.დღეს, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გივი მაჭარაშვილმა RAF-ში პირველი შეხვედრა გამართა და ამერიკელთა ვარსკვლავი სტივენ ბიუქენენი დაამარცხა. რაც შეეხება ხინჩეგაშვილს, იგი 28 მარტს ბო ბასეტის დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_6ea3b5be237c76d885e889d40d72408a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
RAF-ი: მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეჰუდოს შეხვდება
სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელ ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება.
სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
ქართველი მებრძოლი ამერიკელს UFC-ში ერთხელ უკვე შეხვდა და 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
დღეს, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გივი მაჭარაშვილმა RAF-ში პირველი შეხვედრა გამართა და ამერიკელთა ვარსკვლავი სტივენ ბიუქენენი დაამარცხა.
რაც შეეხება ხინჩეგაშვილს, იგი 28 მარტს ბო ბასეტის დაუპირისპირდება.