https://sputnik-georgia.com/20260301/gzebze-transportis-mozraoba-shezgudulia-297388347.html
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
Sputnik საქართველო
შეზღუდვები ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო მოქმედებს. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T12:13+0400
2026-03-01T12:13+0400
2026-03-01T12:19+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/07/297008726_0:97:1040:682_1920x0_80_0_0_50adda932e9fed6a09386872cb2d301c.jpg
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. უხვი ნალექისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ორმოცაძემ. მისი განცხადებით, 24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება. გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე კვლავ მაღალია ზვავსაშიშროების საფრთხე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. ასევე ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია რამდენიმე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც. გარდა ამისა, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ფარავნის უღელტეხილზე ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე კალა-უშგულისა და მელე-ლასდილის მონაკვეთზე. მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე გადაადგილების შეზღუდვა ნარჩუნდება: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე. რაც შეეხება ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძს (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-162-ე კმ მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/07/297008726_0:0:1040:780_1920x0_80_0_0_021bc0b2d989ac79ed02292dd6c663f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
12:13 01.03.2026 (განახლებულია: 12:19 01.03.2026) შეზღუდვები ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო მოქმედებს.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. უხვი ნალექისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ორმოცაძემ.
მისი განცხადებით, 24-საათიან რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და ტარდება ყველა სახის საჭირო ღონისძიება.
გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე კვლავ მაღალია ზვავსაშიშროების საფრთხე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. ასევე ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია რამდენიმე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც.
გარდა ამისა, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ფარავნის უღელტეხილზე ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე კალა-უშგულისა და მელე-ლასდილის მონაკვეთზე.
მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე გადაადგილების შეზღუდვა ნარჩუნდება: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე.
რაც შეეხება ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძს (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-162-ე კმ მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.