https://sputnik-georgia.com/20260228/tbilissi-asi-atasi-abomenti-denisa-da-gazis-garese-darca-297371715.html
თბილისში ასი ათასი აბონენტი ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა
თბილისში ასი ათასი აბონენტი ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა
Sputnik საქართველო
სამუშაოები ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 28.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-28T16:18+0400
2026-02-28T16:18+0400
2026-02-28T16:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22807/48/228074821_0:297:2583:1750_1920x0_80_0_0_06dc0e360a51589b598c0d6accbee1e6.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო დედაქალაქის რამდენიმე ათას აბონენტს ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყდა.როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია უკვე აღუდგა.„დღეს, დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100.000 მომხმარებელს“, - ნათქვამია განცხადებაში.05:00 საათზე მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1, აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12:00 საათისთვის 30.000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა.ასევე, 10:00 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა-1 და მთაწმინდა-2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70.000 მომხმარებელს.„თელასის“ ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს, ნათქვამია ინფორმაციაში.გარდა ამისა, უხვმა თოვლმა დააზიანა გაზმომარაგების ხაზი სამგორში, რის გამოც 11,5 ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა,ასევე, დედაქალაქის შემოგარენში იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა 1 მარტამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22807/48/228074821_0:55:2583:1992_1920x0_80_0_0_48bbd75cccd78a4228b2eafa9e21adea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
თბილისში ასი ათასი აბონენტი ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა
სამუშაოები ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო დედაქალაქის რამდენიმე ათას აბონენტს ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია უკვე აღუდგა.
„დღეს, დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100.000 მომხმარებელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
05:00 საათზე მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1, აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12:00 საათისთვის 30.000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა.
ასევე, 10:00 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა-1 და მთაწმინდა-2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70.000 მომხმარებელს.
„თელასის“ ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს, ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, უხვმა თოვლმა დააზიანა გაზმომარაგების ხაზი სამგორში, რის გამოც 11,5 ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა,
ასევე, დედაქალაქის შემოგარენში იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა 1 მარტამდე გაგრძელდება.