რუსეთის პრეზიდენტმა ლენინგრადის ბლოკადაგამოვლილ ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცა

გამოწერა
28 თებერვალს დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ლენინგრადის ბლოკადაგამოვლილი ლილია ლეონიდეს ასული ზერეკიძე 100 წლის იუბილეს აღნიშნვს - საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა იუბილარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მილოცვა გადასცა.
ლილია ლეონიდეს ასული ზერეკიძე არხანგელსკში, სამხედროს ოჯახში დაიბადა. ლილია ბებიასთან ლენინგრადში ცხრა თვის ასაკში ჩაიყვანეს. მას შემდეგ იგი ოჯახთან ერთად იქ დასახლდა.15 წლის ასაკში ლენინგრადის ბლოკადის დროს ლილიამ გადაიტანა სიცივე, შიმშილი და სიკვდილს ჩახედა თვალებში.
„ძვირფასო ლილია ლეონიდოვნა, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენმა თაობამ სერიოზული განსაცდელები და ჭეშმარიტად ისტორიული ტრიუმფები გამოიარა. თქვენ და თქვენი თანამებრძოლები ყოველთვის პატიოსნად ემსახურებოდით სამშობლოს, გჯეროდათ მართალი საქმის და თქვენი სამხედრო გმირობებითა და შრომით დიდ ქვეყანას აშენებდით. დღეს კი თქვენი ცხოვრებისეული გზა, სამშობლოს სიყვარული და მისი ერთგულება ღირსეული მაგალითია ახალგაზრდებისა და ყველა ჩვენგანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში.
ვეტერანს იუბილე ასევე მიულოცა ინტერესთა სექციის განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელმაც ქალბატონ ლილიას ჯანმრთელობა, სიხარული უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ლილია ზერეკიძე საქართველოს დედაქალაქში ომის შემდეგ ჩამოვიდა. მისი მეუღლე საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში მუშაობდა. როგორც ქალბატონი ლილია ამბობს, ლენინგრადის სიყვარული მის გულში სამუდამოდ დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0