https://sputnik-georgia.com/20260228/levilis-mamulsi-qartuli-vazi-dairgo-297364690.html
ლევილის მამულში ქართული ვაზი დაირგო
ლევილის მამულში ქართული ვაზი დაირგო
Sputnik საქართველო
ვაზი უფრო მეტ კულტურულ მნიშვნელობას სძენს ლევილის მამულს და ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს, განაცხადეს კულტურის სამინისტროში 28.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-28T13:38+0400
2026-02-28T13:38+0400
2026-02-28T13:38+0400
საქართველო
ახალი ამბები
საფრანგეთი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23738/69/237386932_0:104:2048:1256_1920x0_80_0_0_24bc56015ff232b41707ae22e4587b86.jpg
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში ქართული ვაზი დაირგო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, 1.000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენდა რქაწითელი და საფერავი, რითიც საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საკუთარ მეღვინეობის კულტურას საფრანგეთში წარმოაჩენს და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირს ახალ შინაარსს სძენს.სამინისტროს განცხადებით, ლევილის მიწაზე გაშენებული ქართული ვაზი მამულს კიდევ უფრო გამოკვეთილ მნიშვნელობას სძენს ქართული კულტურის, საქართველოს მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის კუთხით.მამულის ისტორიალევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი.სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ასობით ქართველი ემიგრანტი, მათ შორის გამოჩენილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23738/69/237386932_118:0:1931:1360_1920x0_80_0_0_35f3101017358efea04f0252f8e15e50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საფრანგეთი , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული ღვინო
საქართველო, ახალი ამბები, საფრანგეთი , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული ღვინო
ლევილის მამულში ქართული ვაზი დაირგო
ვაზი უფრო მეტ კულტურულ მნიშვნელობას სძენს ლევილის მამულს და ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს, განაცხადეს კულტურის სამინისტროში
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში ქართული ვაზი დაირგო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1.000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენდა რქაწითელი და საფერავი, რითიც საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საკუთარ მეღვინეობის კულტურას საფრანგეთში წარმოაჩენს და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირს ახალ შინაარსს სძენს.
„2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ეროვნულმა მუზეუმმა უზრუნველყო ტერიტორიის მომზადება, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა პროცესს სამეცნიერო-მეთოდური მხარდაჭერა გაუწია, ხოლო შპს „შატო ზეგაანმა“ პროექტის პრაქტიკული განხორციელება და ვენახის აგროტექნიკური მოვლა საკუთარ თავზე აიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, ლევილის მიწაზე გაშენებული ქართული ვაზი მამულს კიდევ უფრო გამოკვეთილ მნიშვნელობას სძენს ქართული კულტურის, საქართველოს მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის კუთხით.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.
მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი.
სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ასობით ქართველი ემიგრანტი, მათ შორის გამოჩენილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები.