https://sputnik-georgia.com/20260227/tbilisis-shemogarenshi-tovs-297352693.html
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს: გზები ინტენსიურად იწმინდება
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს: გზები ინტენსიურად იწმინდება
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსებით პროგნოზით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T12:14+0400
2026-02-27T12:14+0400
2026-02-27T12:14+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ამინდი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275190593_0:158:1598:1057_1920x0_80_0_0_2d5093272680bac1f775225ebc631489.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო გზები ინტენსიურად იწმინდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა - ტექნიკური მარილი იყრება კოჯრის, წყნეთის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზებზე. გზის გაწმენდით სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართული არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები. სინოპტიკოსებით პროგნოზით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.27 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება. როგორც მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275190593_105:0:1534:1072_1920x0_80_0_0_898148171ced86ed17dc2bacb007e3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ამინდი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ამინდი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს: გზები ინტენსიურად იწმინდება
სინოპტიკოსებით პროგნოზით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო გზები ინტენსიურად იწმინდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა - ტექნიკური მარილი იყრება კოჯრის, წყნეთის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზებზე.
გზის გაწმენდით სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართული არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები.
სინოპტიკოსებით პროგნოზით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
27 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება. როგორც მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.