თბილისის მეტრო ლიანდაგების დიაგნოსტირებისთვის სპეციალურ ლიანდაგმზომს ყიდულობს

© FB/Мэрия Тбилисиმეტროს ვაგონი
მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2026
გამოწერა
მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროპოლიტენისთვის ახალი რელსების შესაძენად 7,2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 18,2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც კომპანია ლიანდაგების დიაგნოსტირებისთვის სპეციალურ ლიანდაგმზომ ვაგონს შეიძენს.
აღნიშნული ტექნიკა ლიანდაგების დიაგნოსტიკისა და უსაფრთხოების მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი, რაც მეტროს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს.
ლიანდაგმზომი ვაგონი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციებით:
სავალი რელსის და ლიანდაგის გეომეტრიული პარამეტრების კონტროლი;
საკონტაქტო რელსის მდებარეობის კონტროლი;
გვირაბის გაბარიტების კონტროლი;
რელსის დეფექტოსკოპია
ტენდერში წინადადებების წარდგენა 27 მარტს დასრულდება.
„ტენდერის პირობების თანახმად, მწარმოებელს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ტენდერის გამოცხადების დღემდე არანაკლებ 3 წლის მანძილზე ფუნქციონირებადი (აღნიშნულ პერიოდში სერვისცენტრს უნდა ქონდეს გამოცდილება ლიანდაგმზომი ვაგონის შეკეთებასა და მოვლაში) ავტორიზებული/ლიცენზირებული მოქმედი სერვისცენტრი, დაკომპლექტებული კვალიფიციური პერსონალით, სადაც საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი კომპანიის წარმომადგენლები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას ლიანდაგმზომი ვაგონის სერვისის განხორციელებაში", - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროპოლიტენისთვის ახალი რელსების შესაძენად 7,2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ითვალისწინებს 2026 წელს წარმოებული 1,5 ათასი ტონა რელსის შესყიდვას. დოკუმენტაციის თანახმად, რელსი სპეციალურად მეტროპოლიტენისთვის უნდა იყოს დამზადებული და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
ყველა ახალი ამბავი
0