https://sputnik-georgia.com/20260227/saqartvelom-dania-daamarcxa-297362427.html
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა
Sputnik საქართველო
ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T23:47+0400
2026-02-27T23:47+0400
2026-02-27T23:46+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_0:67:1200:742_1920x0_80_0_0_078782f59c8b1cdeff996e08087d1fc9.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპზე მესამე მატჩი დანიასთან გამართა და ანგარიშით 89:71 გაიმარჯვა.ბოლო რაუნდში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება.ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის. საწყის ორ მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, პირველ რიგში დანიის გადასწრება სჭირდება.A ჯგუფიდან გასული სამი ნაკრები მომდევნო ეტაპზე B-ს ტრიოს შეუერთდება და სწორედ მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამი მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატს საგზურს. გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ყველა ქულა გადაჰყვებათ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დანიასთან ორივე მატჩის მოგება.საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა დამარცხდა უკრაინასთან და ესპანეთთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_61:0:1140:809_1920x0_80_0_0_15d7a77e373741a194c24204d4c74714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა
ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპზე მესამე მატჩი დანიასთან გამართა და ანგარიშით 89:71 გაიმარჯვა.
ბოლო რაუნდში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება.
ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის. საწყის ორ მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, პირველ რიგში დანიის გადასწრება სჭირდება.
A ჯგუფიდან გასული სამი ნაკრები მომდევნო ეტაპზე B-ს ტრიოს შეუერთდება და სწორედ მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამი მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატს საგზურს. გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ყველა ქულა გადაჰყვებათ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დანიასთან ორივე მატჩის მოგება.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა დამარცხდა უკრაინასთან და ესპანეთთან.