https://sputnik-georgia.com/20260227/samrewvelo-produqciaze-pasebi-sheicvala-297349819.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2026 წლის იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,4%-ით გაიზარდა. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T12:59+0400
2026-02-27T12:59+0400
2026-02-27T12:59+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294808915_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_7f16b31c2d6842137ddc17b1de25267f.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის იანვარში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,7%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 11,8%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 36,4%-ით.2026 წლის იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,4%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებასაქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 5,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 6%-ით გაიზარდა.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2025 წლის იანვართან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 54,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 32,5%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 0,6%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0,5%-ით.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის იანვარში 4,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). გასული წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,2% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294808915_91:0:1911:1365_1920x0_80_0_0_076c0c207c3bd0cfff816ba2edb84270.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2026 წლის იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,4%-ით გაიზარდა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის იანვარში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,7%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 11,8%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 36,4%-ით.
2026 წლის იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,4%-ით გაიზარდა.
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 5,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 6%-ით გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2025 წლის იანვართან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 54,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 32,5%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 0,6%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0,5%-ით.
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის იანვარში 4,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). გასული წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,2% შეადგინა.