https://sputnik-georgia.com/20260227/sad-moqmedebs-shezgudvebi-297351459.html
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამოა დაწესებული. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T11:22+0400
2026-02-27T11:22+0400
2026-02-27T11:22+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250993137_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b9351d9d321d92a91d8e52ee73abfb01.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო ფარავნის უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110ე კმ მონაკვეთი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამავე საავტომობილო გზის 1-42-ე კმ (კოდა-სოფ.ალგეთი) და 110-146-ე კმ მონაკვეთებზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია ალგეთი-აიაზმას მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 43-94ე კმ).ინტენსიური თოვის გამო, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხაშური-ვალეს საბაჟოს მონაკვეთზე ( საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 10-104ე კმ), ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.დეპარტამენტის ცნობით, ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე კი (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-162-ე კმ მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250993137_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_56a68cae766212b1819dce13262a9152.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამოა დაწესებული.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო ფარავნის უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110ე კმ მონაკვეთი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის 1-42-ე კმ (კოდა-სოფ.ალგეთი) და 110-146-ე კმ მონაკვეთებზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია ალგეთი-აიაზმას მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 43-94ე კმ).
ინტენსიური თოვის გამო, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხაშური-ვალეს საბაჟოს მონაკვეთზე ( საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 10-104ე კმ), ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის ცნობით, ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე კი (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-162-ე კმ მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.