https://sputnik-georgia.com/20260227/ragbis-nakrebi-samxret-aprikastan-damarcxda-297358393.html
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (U-20) საქართველოში 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T18:43+0400
2026-02-27T18:43+0400
2026-02-27T18:43+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282825800_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_ae0b3951e514d878491f5a956773004b.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ანგარიშით 5:35 დამარცხდა.უმცროსი „ბორჯღალოსნებიდან“ ერთადერთი ლელო ნიკოლოზ ხალვაშმა დადო.საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში საქართველოში გაიმართება. მოსამზადებელ ეტაპზე უმცროს „ბორჯღალოსნებს“ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორი საკონტროლო მატჩის გამართვა მოუხდათ და ორივე მატჩში დამარცხდნენ. პირველი მატჩი რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით (0:35) დასრულდა. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება – მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. ჩემპიონობისათვის მსოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანა იბრძოლებს.მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (U-20) საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მაშინ მეათე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი კი ახალი ზელანდიის გუნდი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282825800_302:0:1838:1152_1920x0_80_0_0_102a969fd3206d5ab953f31fea88d7f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (U-20) საქართველოში 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ანგარიშით 5:35 დამარცხდა.
უმცროსი „ბორჯღალოსნებიდან“ ერთადერთი ლელო ნიკოლოზ ხალვაშმა დადო.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში საქართველოში გაიმართება. მოსამზადებელ ეტაპზე უმცროს „ბორჯღალოსნებს“ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორი საკონტროლო მატჩის გამართვა მოუხდათ და ორივე მატჩში დამარცხდნენ. პირველი მატჩი რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით (0:35) დასრულდა.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება – მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. ჩემპიონობისათვის მსოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანა იბრძოლებს.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (U-20) საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მაშინ მეათე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი კი ახალი ზელანდიის გუნდი გახდა.