https://sputnik-georgia.com/20260227/papuashvili-imedis-bankis-sheqmnaze-297356719.html
პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუ ასეთი ბანკი შეიქმნება, აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს
პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუ ასეთი ბანკი შეიქმნება, აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს
Sputnik საქართველო
მედიაჰოლდინგმა „იმედის ბანკის" შექმნის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მიიღო. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T18:13+0400
2026-02-27T18:13+0400
2026-02-27T18:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d5971a1e8b92cc5cdc11656e83efdeeb.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. „იმედის ბანკი“ თუ შეიქმნება და შესაძლებლობა იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. დღეს ტელეკომპანია „იმედმა" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მედიაჰოლდინგის ახალმა დამფუძნებლებმა საქართველოში საკუთარი კომერციული ბანკის - „იმედის ბანკის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს - ბანკის გახსნა, პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერითა და ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, რამდენიმე თვეში იგეგმება.„იმედის" ჰოლდინგმა აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მიიღო - 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.ჰოლდინგში დარწმუნებული არიან, რომ „ცინიკური არგუმენტებისა“ და „შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის“ მიუხედავად, ტელეარხს ფინანსური პრობლემები არ შეექმნება. ხელმძღვანელობის მტკიცებით, მაუწყებელს არასდროს ჰქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა თანამშრომელი დროულად მიიღებს ხელფასს (მათ შორის გაზრდილს) და ყველა საგადასახადო ვალდებულება შესრულდება. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფი ტელევიზიების დაცვას, რათა მათ შეზღუდვების გარეშე მუშაობა შეძლონ. „იმედი“ და „პოსТV“ შეინარჩუნებენ ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს, დასძინა პრემიერმა.26 თებერვალს, ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად, ქვეყნის საგარეო უწყებაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდროპი დაიბარეს. როგორც მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, დიდი ბრიტანეთის ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით.მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.დღეისთვის დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში საქართველოს 13 მოქალაქე და ორი ტელეკომპანია - Imedi და POSTV-ია. სანქციების სიაში შეყვანილ პირთა უმრავლესობა ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესების მიზეზად დასახელდა თბილისში გამართული საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_17ee4d9593c9ff67ccc5c45716f8b414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუ ასეთი ბანკი შეიქმნება, აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს
მედიაჰოლდინგმა „იმედის ბანკის" შექმნის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მიიღო.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. „იმედის ბანკი“ თუ შეიქმნება და შესაძლებლობა იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დღეს ტელეკომპანია „იმედმა" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მედიაჰოლდინგის ახალმა დამფუძნებლებმა საქართველოში საკუთარი კომერციული ბანკის - „იმედის ბანკის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს - ბანკის გახსნა, პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერითა და ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, რამდენიმე თვეში იგეგმება.
„ეს „იმედის“ განცხადებაა, ამასთან დაკავშირებით მე არაფრის თქმა შემიძლია. ასეთი ბანკი თუ შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, ანგარიში ფიზიკურმა პირებმა გახსნან, ჩემს ანგარიშს აუცილებლად გავხსნი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„იმედის" ჰოლდინგმა აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მიიღო - 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
ჰოლდინგში დარწმუნებული არიან, რომ „ცინიკური არგუმენტებისა“ და „შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის“ მიუხედავად, ტელეარხს ფინანსური პრობლემები არ შეექმნება. ხელმძღვანელობის მტკიცებით, მაუწყებელს არასდროს ჰქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა თანამშრომელი დროულად მიიღებს ხელფასს (მათ შორის გაზრდილს) და ყველა საგადასახადო ვალდებულება შესრულდება.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფი ტელევიზიების დაცვას, რათა მათ შეზღუდვების გარეშე მუშაობა შეძლონ. „იმედი“ და „პოსТV“ შეინარჩუნებენ ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს, დასძინა პრემიერმა.
სანქციების დოკუმენტის მიხედვით, Imedi და POSTV „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
26 თებერვალს, ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად, ქვეყნის საგარეო უწყებაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდროპი დაიბარეს. როგორც მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, დიდი ბრიტანეთის ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით.
მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.
დღეისთვის დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში საქართველოს 13 მოქალაქე და ორი ტელეკომპანია - Imedi და POSTV-ია. სანქციების სიაში შეყვანილ პირთა უმრავლესობა ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესების მიზეზად დასახელდა თბილისში გამართული საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევა.