https://sputnik-georgia.com/20260227/machavariani-tavxedobaa-britanetis-mowodeba-sanqciebis-dawesebaze-297350189.html
მაჭავარიანი: ბრიტანეთის მოწოდება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ თავხედობაა
მაჭავარიანი: ბრიტანეთის მოწოდება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ თავხედობაა
Sputnik საქართველო
ბრიტანეთში მოქმედმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ვრცელი კვლევა სახელწოდებით - „ბინძური ფული" გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ბრიტანული კომპანიების რუსეთთან... 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T10:55+0400
2026-02-27T10:55+0400
2026-02-27T10:55+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:244:960:784_1920x0_80_0_0_ea6a0b531def9082145adb8535e9fb3d.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თავხედობაა, როდესაც დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას, რომლის თანახმადაც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.გუშინ, ბრიტანეთში მოქმედმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კვლევა „ბინძური ფული - დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტი ივაჭრეს" გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ბრიტანული კომპანიების რუსეთთან გარიგებებზე.კვლევის თანახმად, 2022-2025 წლებში, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, 29 ათასზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია, რომლის საერთო ღირებულა 8 მლრდ დოლარს აღწევს, რუსეთსა და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც.ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიტანეთის ტერიტორიებიდან ოფშორული ფირმების რუსეთთან ურთიერთობა ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი ოფშორული კომპანიები და მათ მიერ სანქცირებულ რუსეთთან სავარაუდო ვაჭრობა - გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ ბრიტანეთის ელჩ გარტ უორდთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო. მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი ქართული ტელევიზიების უსაფუძვლოდ დასჯას ცდილობს, მათი სავაჭრო კავშირები რუსეთთან დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოჭორიშვილმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთის ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით.მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებით, ორივე ტელეკომპანია „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
მაჭავარიანი: ბრიტანეთის მოწოდება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ თავხედობაა
ბრიტანეთში მოქმედმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ვრცელი კვლევა სახელწოდებით - „ბინძური ფული" გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ბრიტანული კომპანიების რუსეთთან გარიგებებზე.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თავხედობაა, როდესაც დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას, რომლის თანახმადაც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
გუშინ, ბრიტანეთში მოქმედმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კვლევა „ბინძური ფული - დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტი ივაჭრეს" გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ბრიტანული კომპანიების რუსეთთან გარიგებებზე.
კვლევის თანახმად, 2022-2025 წლებში, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, 29 ათასზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია, რომლის საერთო ღირებულა 8 მლრდ დოლარს აღწევს, რუსეთსა და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიტანეთის ტერიტორიებიდან ოფშორული ფირმების რუსეთთან ურთიერთობა ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„მათი ელჩი საქართველოში მოგვიწოდებს სანქციების დაწესებისკენ, როდესაც ის ვალდებულია, რომ მინიმუმ სასანქციო პოლიტიკა არ დაარღვიოს და ამ ქვეყანაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა არ აუარონ გვერდი სანქციებს, თუმცა ჩვენ საწინააღმდეგოს ვხედავთ. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი ოფშორული კომპანიები და მათ მიერ სანქცირებულ რუსეთთან სავარაუდო ვაჭრობა - გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ ბრიტანეთის ელჩ გარტ უორდთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო. მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი ქართული ტელევიზიების უსაფუძვლოდ დასჯას ცდილობს, მათი სავაჭრო კავშირები რუსეთთან დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოჭორიშვილმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთის ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით.
მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებით, ორივე ტელეკომპანია „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.