კალათბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს დანიაში გამართავს

© Georgian Basketball Federationსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2026
გამოწერა
A ჯგუფის კალენდრის მიხედვით, საქართველოს ნაკრები თებერვლის ფანჯარაში მეორე შეხვედრასაც დანიასთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში, 2 მარტს.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლით მატჩს დანიის გუნდთან გამართავს.
შეხვედრა დღეს, 27 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
A ჯგუფის კალენდრის მიხედვით, საქართველოს ნაკრები თებერვლის ფანჯარაში მეორე შეხვედრასაც დანიასთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში, 2 მარტს.
სწორედ ამ ორ მატჩზეა დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გადის.
A ჯგუფიდან გასული სამი ნაკრები მომდევნო ეტაპზე B-ს ტრიოს შეუერთდება და სწორედ მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამი მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატს საგზურს. გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ყველა ქულა გადაჰყვებათ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დანიასთან ორივე მატჩის მოგება.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა დამარცხდა უკრაინასთან და ესპანეთთან.
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), ვილი ისიანი (რუსთავი), მარკის რიდი (ტრაბზონსპორი).
ყველა ახალი ამბავი
0