https://sputnik-georgia.com/20260227/ianvarshi-gacemuli-kreditebis-moculoba-shemcirda-297355825.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა იანვარში შემცირდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა იანვარში შემცირდა
Sputnik საქართველო
იანვრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T16:00+0400
2026-02-27T16:00+0400
2026-02-27T16:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 531,81 მლნ ლარით, ანუ 0,75%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლისთვის 70,4 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 331,6 მლნ ლარით, ანუ 0,81%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 200,21 მლნ ლარით, ანუ 0,67%-ით შემცირდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 4,38%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 20,23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელზე 0,98%-ით ნაკლებია.უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,47%-ით, ანუ 173,73 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, 36,82 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული კრედიტების წილმა 57,56% შეადგინა, რაც 0,4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2026 წლის 1-ელი იანვრის მაჩვენებელზე.იანვრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა იანვარში შემცირდა
იანვრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 531,81 მლნ ლარით, ანუ 0,75%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლისთვის 70,4 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 331,6 მლნ ლარით, ანუ 0,81%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 200,21 მლნ ლარით, ანუ 0,67%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 4,38%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 20,23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელზე 0,98%-ით ნაკლებია.
უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,47%-ით, ანუ 173,73 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, 36,82 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 57,56% შეადგინა, რაც 0,4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2026 წლის 1-ელი იანვრის მაჩვენებელზე.
იანვრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.