https://sputnik-georgia.com/20260227/ebrd-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-gazarda-297358226.html
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
ანგარიშის თანახმად, პროგნოზის გაზრდის საფუძველი საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გახდა. 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T20:53+0400
2026-02-27T20:53+0400
2026-02-27T20:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158312_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_fb94922ed9134423df1c4e28377cb591.jpg
თბილისი, 27 თებერვალი— Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.EBRD-ის მონაცემებით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 5,5%-ით გაიზრდება. 2027 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 5%-ს შეადგენს.ანგარიშის თანახმად, პროგნოზის გაზრდის საფუძველი საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გახდა.ამასთან, EBRD აღნიშნავს, რომ სომხეთი და საქართველო აგრძელებენ ზრდის დემონსტრირებას, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ეკონომიკა შემცირდა.საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს. ანალოგიურ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, იზიარებენ.2025 წელს რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 7,5% შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: გადამამუშავებელი წარმოების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სფეროებმა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158312_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_8753064433fb5e1568100dce13f6faec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , ახალი ამბები
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
ანგარიშის თანახმად, პროგნოზის გაზრდის საფუძველი საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გახდა.
თბილისი, 27 თებერვალი— Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.
EBRD-ის მონაცემებით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 5,5%-ით გაიზრდება. 2027 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 5%-ს შეადგენს.
„ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორებმა უზრუნველყვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ICT), განათლებამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ შეიტანეს. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და დაკრედიტების მაღალი ტემპი“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, პროგნოზის გაზრდის საფუძველი საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გახდა.
ამასთან, EBRD აღნიშნავს, რომ სომხეთი და საქართველო აგრძელებენ ზრდის დემონსტრირებას, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ეკონომიკა შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს. ანალოგიურ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, იზიარებენ.
2025 წელს რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 7,5% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: გადამამუშავებელი წარმოების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სფეროებმა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%.