ტაშკენტის გრანდ-სლემზე საქართველო 15 ძიუდოისტით წარდგება

© photo: Sputnik / Stringerლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2026
გამოწერა
უზბეკეთის დედაქალაქში ტურნირი 27 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ტაშკენტის გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები 15 სპორტსმენით წარდგება.
უზბეკეთის დედაქალაქში ტურნირი 27 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 14 ვაჟი და ერთი ქალია - ტატამზე ამჟერად ძალებს მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი მოსინჯავს. ლიპარტელიანმა გასული წლის ბოლოს ტოკიოს გრანდ-სლემზეც იასპარეზება და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გრანდ-სლემზე ასევე იასპარეზებს ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ), რომელიც ბოლოს ტატამზე 2025 წლის ნოემბერში, აბუ-დაბიში გავიდა, სადაც გრანდ-სლემის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60 კგ მათე გოგობერიშვილი; ლუკა გადელია
- 66 კგ ლაშა ნადირაძე; თემურ ნოზაძე
-73 მიხეილ ბახბახაშვილი; ბაგრატ ნინიაშვილი
-81კგ დიმიტრი გოჩილაიძე; ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური; გიორგი ჯაბნიაშვილი
-100 კგ ონისე სანებლიძე; თორნიკე ფოლადიშვილი
​+100 კგ გელა ზაალიშვილი; საბა ქარდავა

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი.
ყველა ახალი ამბავი
0