დიდი ფეხბურთი თბილისში: საქართველო-ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა იწყება

© Courtesy of Nakrebiფეხბურთის ნაკრები
ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2026
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით იწყებს: 26 მარტს საკუთარ მოედანზე ისრაელს უმასპინძლებს, 29 მარტს კი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს, მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 26 თებერვლის 12:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო-ისრაელის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ქონა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის აუცილებელია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით იწყებს: ისრაელის გუნდთან დაპირისპირების გარდა, ვილი სანიოლის გუნდი 29 მარტს ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.
მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდ. ირლანდია იქნებიან. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0