https://sputnik-georgia.com/20260226/prokuraturam-eti-piri-daakava-297345591.html
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T20:25+0400
2026-02-26T20:25+0400
2026-02-26T20:25+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მამაკაცი თითქოსდა ერთობლივად ბიზნესის დაწყების მოტივით დაზარალებულის კუთვნილ 160 ათას ლარს თაღლითურად დაეუფლა.გარდა ამისა, მან დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებულ ანგარიშზე წვდომა მოიპოვა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც ქალს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, მამაკაცმა აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე.სამართალდამცველებმა მამაკაცი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 157-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ანგარებით) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მამაკაცი თითქოსდა ერთობლივად ბიზნესის დაწყების მოტივით დაზარალებულის კუთვნილ 160 ათას ლარს თაღლითურად დაეუფლა.
გარდა ამისა, მან დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებულ ანგარიშზე წვდომა მოიპოვა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც ქალს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.
მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, მამაკაცმა აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე.
სამართალდამცველებმა მამაკაცი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 26 თებერვალს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 157-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ანგარებით) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.