https://sputnik-georgia.com/20260226/elchi-trampis-moxsenebas-daeswro-297337384.html
საქართველოს ელჩი ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო
საქართველოს ელჩი ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო
Sputnik საქართველო
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა - იგი 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T16:00+0400
2026-02-26T16:00+0400
2026-02-26T16:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/1a/297334764_0:690:1072:1293_1920x0_80_0_0_f0668ed764c103a451295032538bffde.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო. ტრამპმა კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გასულ წელს განხორციელებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმები შეაჯამა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა - იგი 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა, რითაც 2025 წლის მარტის რეკორდი მოხსნა. ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენება - პრეზიდენტის ყოველწლიური გზავნილია კონგრესისადმი, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. მასში სახელმწიფოს მეთაური აჯამებს განვლილ წელს, აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და წარადგენს ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/1a/297334764_0:681:1072:1485_1920x0_80_0_0_8dc9391ab135649dad2ae6bfc819a5da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს ელჩი ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა - იგი 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო.
ტრამპმა კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გასულ წელს განხორციელებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმები შეაჯამა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.
„სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე პატივი მიაგო ჩარლი კირკის ხსოვნას", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა - იგი 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა, რითაც 2025 წლის მარტის რეკორდი მოხსნა.
ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენება - პრეზიდენტის ყოველწლიური გზავნილია კონგრესისადმი, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. მასში სახელმწიფოს მეთაური აჯამებს განვლილ წელს, აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და წარადგენს ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.