https://sputnik-georgia.com/20260226/bochorishvili-saqartvelo-ashsh-urtiertobebis-gadaxedvas-elodeba-297334063.html
ბოჭორიშვილი: საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
ბოჭორიშვილი: საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
Sputnik საქართველო
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება... 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T19:00+0400
2026-02-26T19:00+0400
2026-02-26T19:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_e7b290e3772919c97cfd4c8d9e25b87a.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველო ღიაა კონსულტაციებისთვის და ელოდება ურთიერთობების გადახედვას, რომელიც ორ ქვეყანას ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში დააბრუნებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას. როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება. ბოჭორიშვილის თქმით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, გადამეტებული მოლოდინების შექმნა მიზანშეწონილი არ არის. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, წინა წლებში საქართველო იყო ყოველდღიური პოლიტიკური დისკუსიის საგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის თეთრ სახლშიც, რაც ხშირად აისახებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან, საქართველო მუდმივად აფიქსირებდა თავის მტკიცე პოზიციას ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონთან აშშ-ის ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უკავშირდებოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმას. მინისტრმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებებზე, რომ საქართველო, შესაძლოა, რეგიონული პროცესების მიღმა აღმოჩნდეს. „როდესაც ჩვენი რეგიონის როლზე ვსაუბრობთ და უფრო მეტად არის საუბარი შუა დერეფანზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე – წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, საქართველოს როლი დააკნინო. არავინ გამორიცხავს ალტერნატიული გზების არსებობას, მაგრამ საქართველოს გამოტოვება წარმოუდგენელია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ მშვიდად იყო, რომ საქართველოს როლს ვერავინ დააკნინებს“, –განაცხადა ბოჭორიშვილმა. საქართველო და აშშ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა. შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს". ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4e9d0bb642ba765311bd529a0d90a33f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველო ღიაა კონსულტაციებისთვის და ელოდება ურთიერთობების გადახედვას, რომელიც ორ ქვეყანას ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში დააბრუნებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას.
როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.
ბოჭორიშვილის თქმით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, გადამეტებული მოლოდინების შექმნა მიზანშეწონილი არ არის.
„ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა არც ამ კომუნიკაციების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის და მოვახერხებთ, გადავლახოთ ის მართლაც რთული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ურთიერთობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, წინა წლებში საქართველო იყო ყოველდღიური პოლიტიკური დისკუსიის საგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის თეთრ სახლშიც, რაც ხშირად აისახებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან, საქართველო მუდმივად აფიქსირებდა თავის მტკიცე პოზიციას ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საჯაროდ, თუ რას მივიჩნევთ აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვად. ჩვენი პოზიციები არის დაფიქსირებული და, რა თქმა უნდა მოველით, რომ აშშ-ს მხრიდან გარკვეული სიცხადე იქნება საქართველოსთან ურთიერთობებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონთან აშშ-ის ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უკავშირდებოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებებზე, რომ საქართველო, შესაძლოა, რეგიონული პროცესების მიღმა აღმოჩნდეს.
„როდესაც ჩვენი რეგიონის როლზე ვსაუბრობთ და უფრო მეტად არის საუბარი შუა დერეფანზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე – წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, საქართველოს როლი დააკნინო. არავინ გამორიცხავს ალტერნატიული გზების არსებობას, მაგრამ საქართველოს გამოტოვება წარმოუდგენელია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ მშვიდად იყო, რომ საქართველოს როლს ვერავინ დააკნინებს“, –განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.