https://sputnik-georgia.com/20260226/bochorishvili-moskovis-meqanizmis-angarishis-suliskveteba-natelia-297344141.html
ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია
ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია
Sputnik საქართველო
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად ანგარიშთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინებისა, ქართულმა მხარემ ექსპერტს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T19:37+0400
2026-02-26T19:37+0400
2026-02-26T19:37+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო - ეუთო
ეუთო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება, მომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიშის ~სულისკვეთება უკვე ცხადია როგორი იქნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შესაფასებლად ექსპერტთა მისიისთვის „მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა. საერთაშორისო ექსპერტები ქვეყანაში 11-დან 24 თებერვლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად ანგარიშთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინებისა, ქართულმა მხარემ ექსპერტს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა მისცა.მისი თქმით, საბოლოო შეფასება ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდება და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები იმის დემონსტრირებაა, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ინსტრუმენტად, რაც მათ რეპუტაციას აზიანებს.ამასთან, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო საერთაშორისო პრინციპების ერთგული რჩება.ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად ანგარიშთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინებისა, ქართულმა მხარემ ექსპერტს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება, მომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიშის ~სულისკვეთება უკვე ცხადია როგორი იქნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შესაფასებლად ექსპერტთა მისიისთვის „მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა. საერთაშორისო ექსპერტები ქვეყანაში 11-დან 24 თებერვლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ.
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებით აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად ანგარიშთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინებისა, ქართულმა მხარემ ექსპერტს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა მისცა.
„ჩვენი მხრიდან გამოითქვა ღიაობა... თუმცა, კონკრეტულად რა აისახება ანგარიშში, ამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო შეფასება ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდება და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები იმის დემონსტრირებაა, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ინსტრუმენტად, რაც მათ რეპუტაციას აზიანებს.
ამასთან, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო საერთაშორისო პრინციპების ერთგული რჩება.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.
საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.