https://sputnik-georgia.com/20260226/bochorishvili-elchisgan-movitxovt-ganmartebas-televiziebis-dasanqcirebastan-dakavshirebit-297332494.html
ბოჭორიშვილი: ელჩისგან მოვითხოვთ განმარტებას რატომ დაასანქცირეს ტელეკომპანიები
ბოჭორიშვილი: ელჩისგან მოვითხოვთ განმარტებას რატომ დაასანქცირეს ტელეკომპანიები
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის მიერ ანტირუსული სანქციების ფარგლებში Imedi-სა და POSTV-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის... 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T10:55+0400
2026-02-26T10:55+0400
2026-02-26T10:55+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდროპი ქართული ტელეკომპანიების - Imedi-სა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, განაცხადა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.ბოჭორიშვილის განცხადებით, სანქციებზე როდესაც არის საუბარი, ამას მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.როგორც „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებით, ორივე ტელეკომპანია „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".ოპოზიცია ქართული ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სანქციები სერიოზულ გავლენას მოახდენს ტელეკომპანიების საქმიანობაზე.საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ელჩისგან მოვითხოვთ განმარტებას რატომ დაასანქცირეს ტელეკომპანიები
დიდი ბრიტანეთის მიერ ანტირუსული სანქციების ფარგლებში Imedi-სა და POSTV-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდროპი ქართული ტელეკომპანიების - Imedi-სა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, განაცხადა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.
ბოჭორიშვილის განცხადებით, სანქციებზე როდესაც არის საუბარი, ამას მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.
როგორც „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებით, ორივე ტელეკომპანია „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
ოპოზიცია ქართული ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სანქციები სერიოზულ გავლენას მოახდენს ტელეკომპანიების საქმიანობაზე.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.