https://sputnik-georgia.com/20260226/3-pirs-patimroba-sheepardat-297348287.html
სხეულის ამპუტირებულ ნაწილებს მიტოვებულ შენობაში ტოვებდნენ: 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
სხეულის ამპუტირებულ ნაწილებს მიტოვებულ შენობაში ტოვებდნენ: 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ. 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T23:00+0400
2026-02-26T23:00+0400
2026-02-26T23:56+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სხეულის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით სამტრედიაში დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ეკო მედიკალ ჯგუფის" და შპს „ეკოლოგია და სუფთა გარემოს" დირექტორმა სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი მოაწყო, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.დღეს ტელეკომპანია „TV პირველმა” ადგილობრივებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ღამით ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
სხეულის ამპუტირებულ ნაწილებს მიტოვებულ შენობაში ტოვებდნენ: 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
23:00 26.02.2026 (განახლებულია: 23:56 26.02.2026) დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სხეულის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით სამტრედიაში დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ეკო მედიკალ ჯგუფის" და შპს „ეკოლოგია და სუფთა გარემოს" დირექტორმა სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი მოაწყო, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.
სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათ ბრალდება სსკ-ის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
დღეს ტელეკომპანია „TV პირველმა” ადგილობრივებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ღამით ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და შეფუთულს ტოვებენ.