https://sputnik-georgia.com/20260225/shida-turizmi-shemcirda-297317926.html
შიდა ტურისტების რიცხვი შემცირდა - სტატისტიკური მონაცემები
შიდა ტურისტების რიცხვი შემცირდა - სტატისტიკური მონაცემები
Sputnik საქართველო
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე. 25.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-25T11:29+0400
2026-02-25T11:29+0400
2026-02-25T11:29+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286011_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_6f123eecd1d8369ead4a4a01e39de93e.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 1,6%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.375,7ათასმა მოქალაქემ, რომლებმაც განახორციელეს 1.642,4 ათასი ვიზიტი (0,2%-ით მეტი 2024 წელთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 700 ათასი იყო.საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31-დან 50 წლამდე, მათ საერთო რაოდენობის 36,4% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო იმერეთის რეგიონი (364,9 ათასი) და თბილისი (357 ათასი).სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა2025 წელს მოქალაქეებმა ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ.შიდა ტურისტების საშუალოთვიურმა ხარჯმა 297,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0,8%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 1,%-ით და 181,3 ლარი შეადგინა.ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე. შიდა ტურისტებს შორის ქალები 56,5%-ს შეადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286011_351:0:1887:1152_1920x0_80_0_0_c2bc2928b811e1e7102609ced034b58b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
შიდა ტურისტების რიცხვი შემცირდა - სტატისტიკური მონაცემები
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 1,6%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.375,7ათასმა მოქალაქემ, რომლებმაც განახორციელეს 1.642,4 ათასი ვიზიტი (0,2%-ით მეტი 2024 წელთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 700 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31-დან 50 წლამდე, მათ საერთო რაოდენობის 36,4% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო იმერეთის რეგიონი (364,9 ათასი) და თბილისი (357 ათასი).
სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
2025 წელს მოქალაქეებმა ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტის რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 859,7 | 52,3 |
შოპინგი | 258,4 | 15,7 |
დასვენება და გართობა | 173,2 | 10,5 |
მკურნალობა | 138,6 | 8,4 |
მეორე სახლის მონახულება | 135,6 | 8,3 |
პროფსაქმიანობა | 29,7 | 1,8 |
სხვა | 47,1 | 2,9 |
შიდა ტურისტების საშუალოთვიურმა ხარჯმა 297,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0,8%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 1,%-ით და 181,3 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი)
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 109,3 | 66,5 |
საჭმელი და სასმელი | 70,1 | 42,7 |
ტრანსპორტი | 55,2 | 33,6 |
განთავსება | 18,1 | 11,0 |
გართობა | 2,4 | 2,5 |
სხა | 42,6 | 25,9 |
შიდა ტურისტებს შორის ქალები 56,5%-ს შეადგენენ.