https://sputnik-georgia.com/20260225/sajaro-reestrs-imedis-sametvalkureo-sabchos-datovebis-motxovnit-ruxadzem-mimarta-297330623.html
საჯარო რეესტრს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა მიმართა
საჯარო რეესტრს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა მიმართა
Sputnik საქართველო
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის... 25.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-25T19:44+0400
2026-02-25T19:44+0400
2026-02-25T19:44+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22832/32/228323209_0:0:2990:1682_1920x0_80_0_0_a48a4d1985116cbc163163acd40137cf.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დღეს საჯარო რეესტრს ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ მიმართა.საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა მოითხოვეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კალანდარიშვილმა, ასევე წევრებმა გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკა ლომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად „იმედის“ დირექტორია.აღნიშნული პირები საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში თავიანთი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით, მიმართვის დღესვე ითხოვენ და ამისათვის 414-414 ლარები გადაიხადეს. რეესტრს მათი ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.რუხაძემ, რომელიც ტელეკომპანიას წლების განმავლობაში ფლობდა, „იმედის" მფლობელობიდან გასვლის შესახებ განცხადება 2026 წლის 6 თებერვალს გაავრცელა. ტელეკომპანია „იმედის" წინა მესაკუთრე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო, რომელმაც ტელევიზია 2021 წლის აგვისტოში ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგს გადასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22832/32/228323209_259:0:2990:2048_1920x0_80_0_0_6eeb2f68f64a1238e8a63c5deabc3d01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საჯარო რეესტრს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა მიმართა
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დღეს საჯარო რეესტრს ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ მიმართა.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა მოითხოვეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კალანდარიშვილმა, ასევე წევრებმა გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკა ლომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად „იმედის“ დირექტორია.
„გაცნობებთ, რომ კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო შპს „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის პოზიცია. გთხოვთ, უზრუნველყოთ დაღწეულიყოს ფაქტის რეგისტრაცია კომპანიის შიდა დოკუმენტაციაში, ასევე საჯარო რეესტრსა და სხვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)”, - წერია რუხაძის განცხადებაში.
აღნიშნული პირები საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში თავიანთი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით, მიმართვის დღესვე ითხოვენ და ამისათვის 414-414 ლარები გადაიხადეს. რეესტრს მათი ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
რუხაძემ, რომელიც ტელეკომპანიას წლების განმავლობაში ფლობდა, „იმედის" მფლობელობიდან გასვლის შესახებ განცხადება 2026 წლის 6 თებერვალს გაავრცელა.
სამეწარმეო რეესტრში კომპანია „ტელეიმედის" მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" წილების გასხვისების შესახებ ცვლილება 6 თებერვალს აისახა - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 100%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალმა" (PMG) 1000 ლარად შეიძინა. „პრაიმ მედია გლობალის" 100%-იანი წილის მფლობელია ილია მიქელაიშვილი. „ტელეიმედის“ ახალი მფლობელები „პრაიმ მედია გლობალი“, „იმედის“ მოქმედი დირექტორი მაკა ლომიძე და მისი მოადგილეები არიან. რუხაძემ მათ შუამავალი კომპანია („შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი") დაუთმო, რომლის საშუალებითაც ის „იმედის" 100%-ს ფლობდა.
ტელეკომპანია „იმედის" წინა მესაკუთრე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო, რომელმაც ტელევიზია 2021 წლის აგვისტოში ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგს გადასცა.