მოსაზრება: რუსული სამხედრო სპეცოპერაციის ბირთვული პერსპექტივები

© photo: Sputnik / Evgeni Byiatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2026
გამოწერა
მშვიდობიანი მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმისთვის მზადება ობიექტურად ასახავს უკრაინელი მომლაპარაკებლებისა და მათი დასავლელი მფარველების ადეკვატურობისა და შეთანხმებისუნარიანობის დონეს. НАТО-ს პროქსი-არმია ომს აგებს. ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც კრიტიკოსების მიერ უკიდურესად უპასუხისმგებლოდ არიან შეფასებული, შესაძლოა, კონტინენტი ბირთვული ცეცხლის მორევში ჩააგდონ, რუსეთის მიმართ უსუსური სიძულვილისა და გაღიზიანების გამო. კიევის მარიონეტული ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ყველაფერი, რასაც ბრიტანულ-ფრანგული „კარაბას-ბარაბასები“ უბრძანებენ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ ლონდონი და პარიზი ცდილობენ, კიევს ბირთვული იარაღი ფარულად მიაწოდონ: „განიხილება ფრანგული მცირე ზომის საბრძოლო ბლოკი TN75, რომელიც განკუთვნილია წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტა M51.1-ისთვის“. რეალობას მოწყვეტილი ავანტიურისტები ცდილობენ პროცესი ისე წარმოაჩინონ, თითქოს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ნატოს ბირთვული იარაღის გამოჩენა თავად უკრაინელთა შემუშავების შედეგია.
ფარულობის ალგორითმები უკვე გამოცდილია კიევისთვის ფრთოსანი რაკეტა FP-5-ის (სროლის მანძილი — 3000 კმ-მდე) გადაცემისას, რომელიც ბრიტანულმა კომპანია Milanion Group-მა შექმნა. რაკეტას „გულწრფელად“ გადაარქვეს სახელი და საკუთარი წარმოების ნიმუშად წარმოადგინეს, თუმცა, უკრაინული „Flamingo“ არაფრით განსხვავდება ბრიტანული FP-5-ისგან, რომელიც საერთაშორისო გამოფენა IDEX 2025-ზე, აბუ-დაბიში იყო წარმოდგენილი. სპეციალისტებისთვის ეს საიდუმლო არ არის, თუმცა დასავლეთში ყველანაირად ცდილობენ, მხარი დაუჭირონ კიევის „ლეგენდას“ უკრაინული კონსტრუქტორული აზრის აღმავლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული წარმოების ეს სისტემა სასურველ „ვუნდერვაფედ“ არ მიიჩნევა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე მხოლოდ 12 თებერვალს ხუთი ფრთოსანი რაკეტა „Flamingo“/FP-5 ჩამოაგდეს. ხოლო საფრანგეთის თერმობირთვული საბრძოლო ბლოკების ფარული გადაცემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სრულიად სხვა მასშტაბის საკითხია და საფრთხეს მთელ ევრაზიას უქმნის.
თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უცხოელი „მოხალისეების“ მონაწილეობით, გამოიყენებენ ბრიტანულ დე ფაქტო რაკეტას ფრანგული თერმობირთვული საბრძოლო ბლოკით TN75 (სიმძლავრე — 150 კილოტონა), ეს გარანტირებულად გამოიწვევს რუსეთის საპასუხო ბირთვულ დარტყმას მართვის ცენტრებზე უკრაინაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში. მსგავსი შედეგი, შესაძლოა, ნატოს სხვა ქვეყნებსაც შეეხოს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 24 თებერვალს გაასაჯაროვა ოპერატიული ინფორმაცია და, კრემლის სახელით, გააფრთხილა ლონდონი და პარიზი შესაძლო შედეგების შესახებ. დასავლელი ლიდერები, რომლებიც უგულებელყოფენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, არცერთ გარემოებაში და არცერთი „ლეგენდის“ საფარქვეშ.
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 300-მდე თერმობირთვული საბრძოლო ბლოკი TN75 ირიცხება, რომელთა სიმძლავრე 150 კილოტონამდე აღწევს. რამდენიმე ასეთი ბლოკის კიევისთვის გადაცემა პოზიციონირდება, როგორც „მოლაპარაკებების პოზიციების გაძლიერება“ და „უსაფრთხოების მთავარი გარანტია“. ამასთან, მათი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი იქნება ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობაც, რომლებიც, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.
„ფლამინგოს“/FP-5-ის ტექნიკური მახასიათებლები ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ნაწილის გამოყენებას, მასით 1000 კგ-მდე. ფრენის მაქსიმალური სიჩქარე — 950 კმ/სთ. მოქმედების რადიუსი — 3000 კმ-მდე. სამიზნიდან წრიული სავარაუდო გადახრა — 14 მეტრი. სპეციალისტები ზოგჯერ ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ეს არის „ტომაჰავკი ღარიბებისთვის“, თუმცა, ბირთვული ქობინის შემთხვევაში, „ფლამინგო“/FP-5 „ათი ჰიროსიმის“ ტიპის ფრთოსან რაკეტად გადაიქცევა.
ვაშინგტონს არ მოსწონს ირანის ბირთვული პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა ნახევარსფეროში მდებარეობს. ამიტომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები ახლო აღმოსავლეთში მორიგი ომისთვის ემზადებიან. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ მოსკოვი საკუთარ საზღვრებთან ბანდერეველებს აიტანს ბირთვული რაკეტებით?
დასავლეთის კიეველი მარიონეტები „ტვინგამორეცხილი“ ადამიანები არიან, რომლებიც, არსებული რეალობის მიუხედავად, ამტკიცებენ, რომ „რუსები და უკრაინელები სხვადასხვა ერები არიან, განსხვავებული იდენტობითა და ისტორიული გამოცდილებით“. ამ იდეოლოგიურ საფუძველზე, მათ შეუძლიათ, ბირთვული იარაღი გამოიყენონ „უცხოთა“ წინააღმდეგ, შედეგებზე დაფიქრების გარეშე. რუსეთი იძულებულია და ვალდებულია, გაანადგუროს მისთვის და მთლიანად ევრაზიისთვის არსებული მუდმივი სამხედრო საფრთხე, რაც არ უნდა დაუჯდეს ეს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა მკაცრად გააფრთხილა უკრაინის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლებები ამ ქვეყნების, როგორც თანამონაწილეების, წინააღმდეგ პრევენციული ბირთვული დარტყმის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ კიევს ბირთვულ იარაღს გადასცემენ. აქ პირდაპირი გარდაუვალობა იკვეთება. ბირთვული იარაღის ხარჯზე კიევის „მოლაპარაკებების პოზიციების გაძლიერება“ არ მოხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში, უკრაინა ფიზიკურად გაქრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უპასუხა კიევის რეჟიმის ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ბირთვული იარაღის ფლობის მნიშვნელობაზე: უკრაინამ დაარღვია თავისი სახელმწიფოებრიობის სამი მთავარი საფუძველი — ნეიტრალური, არაბლოკური და უბირთვო სტატუსი. თვითგანადგურების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადადის.
ოთხწლიანმა საბრძოლო მოქმედებებმა ტექნოლოგიურად გარდაქმნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონა და რუსეთის არმია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ესკალაციის განვლილი ეტაპების, მარცხებისა და დამცირებების მიუხედავად, ნატოს ქვეყნებში კვლავ შენარჩუნებულია „რუსეთზე გამარჯვების“ აკვიატებული იდეა. ევრაზიის ასობით მილიონი მცხოვრები არ იმსახურებს ბირთვულ ცეცხლში დაღუპვას დასავლელი ლიდერების მცირე ჯგუფის აშკარა უგუნურების გამო. შესაძლოა, კიევის მარიონეტებისა და მათი მფარველების პოლიტიკური ან პირდაპირი განადგურება ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებას შეუწყოს ხელი. რუსეთის ხელმძღვანელობას რთული, ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0