https://sputnik-georgia.com/20260225/bochorishvili-shexvedrebs-agrzelebs-297323316.html
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე. 25.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-25T15:00+0400
2026-02-25T15:00+0400
2026-02-25T15:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაერო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს შეხვდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სურიოდიპუროსთან შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს აღნიშნულ პროცესში.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიას დაესწრო და დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს დემოკრატიული განვითარების დინამიკასა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსესა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს შეხვდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთანაც. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC) გაეროს სისტემაში მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემის ხელშეწყობაზე და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო საქმიანობას ჟენევაში ახორციელებს. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ორჯერ იყო - 2016-2018 და 2023-2025 წლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , გაერო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , გაერო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს შეხვდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სურიოდიპუროსთან შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში გამართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე. ასევე შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს აღნიშნულ პროცესში.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიას დაესწრო და დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს დემოკრატიული განვითარების დინამიკასა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსესა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ ტურკს შეხვდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთანაც.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC) გაეროს სისტემაში მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემის ხელშეწყობაზე და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო საქმიანობას ჟენევაში ახორციელებს. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ორჯერ იყო - 2016-2018 და 2023-2025 წლებში.