https://sputnik-georgia.com/20260224/tbilisis-shemovliti-gzis-msgeneblobaze-tenderi-gamocxadda-297296758.html
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 932 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 932 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
მაგისტრალი ოთხზოლიანი იქნება და მოიცავს 4 სატრანსპორტო კვანძს, 16 ხიდსა და 4 პარალელურ გვირაბს. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T17:00+0400
2026-02-24T17:00+0400
2026-02-24T15:09+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/02/232340269_0:57:1500:901_1920x0_80_0_0_3a4357bba683088c4c19d921e5cd453c.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, ნათქვამია სავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტი ავჭალა–აეროპორტის 22,5-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ტენდერი ითვალისწინებს ორი მონაკვეთის მშენებლობას: პროექტის მიხედვით, გზა ოთხზოლიანი იქნება და მოიცავს 4 სატრანსპორტო კვანძს, 16 ხიდსა და 4 პარალელურ გვირაბს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის (ავჭალა–აეროპორტის) მშენებლობის ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა. საქართველოს დედაქალაქში შემოვლითი გზის მშენებლობა აუცილებელი გახდა ქალაქში სატვირთო მანქანების მოძრაობის განტვირთვისა და მზარდი ტრაფიკის ფონზე საცობების შემცირების მიზნით.თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის საკვანძო ნაწილს, მისი მშენებლობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო ინიციატივაა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში. პროექტი ერთდროულად ემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/02/232340269_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_62d40f821f20d630e81f89db7e143942.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 932 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
მაგისტრალი ოთხზოლიანი იქნება და მოიცავს 4 სატრანსპორტო კვანძს, 16 ხიდსა და 4 პარალელურ გვირაბს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, ნათქვამია სავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი ავჭალა–აეროპორტის 22,5-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ტენდერი ითვალისწინებს ორი მონაკვეთის მშენებლობას:
ავჭალა–გლდანის 5,8 კილომეტრიანი მონაკვეთი
გლდანი–აეროპორტის 16,7 კილომეტრიანი მონაკვეთი.
პროექტის მიხედვით, გზა ოთხზოლიანი იქნება და მოიცავს 4 სატრანსპორტო კვანძს, 16 ხიდსა და 4 პარალელურ გვირაბს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.
თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის (ავჭალა–აეროპორტის) მშენებლობის ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება.
თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა.
საქართველოს დედაქალაქში შემოვლითი გზის მშენებლობა აუცილებელი გახდა ქალაქში სატვირთო მანქანების მოძრაობის განტვირთვისა და მზარდი ტრაფიკის ფონზე საცობების შემცირების მიზნით.
თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის საკვანძო ნაწილს, მისი მშენებლობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო ინიციატივაა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში. პროექტი ერთდროულად ემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.